Belive

პოჩეტინო: ,,გულშემატკივრების მხრიდან მბაპეს მისამართით სტვენა არ გამიგია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,სტრასბურთან'' საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრის წინ, ,,პარი სენ ჟერმენის'' გულშემატკივრებმა კილიან მბაპეს გვარის გამოცხადებისას დაუსტვინეს. ფრანგულ პრესაში ეს გავრცელებული ჭორებით ახსნეს - ბოლო დროს ხშირად იწერება, რომ კილიანს პარიზული კლუბიდან წასვლა სურს. გუშინდელ ინციდენტზე ,,პსჟ-ის'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა:
,,სტვენა არ გამიგია... მბაპეთი ძალიან კმაყოფილი ვარ, ის მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რისი გაკეთებაც სჭირდება. დღეს კარგი მატჩი ჩაატარა და ასე უნდა გააგრძელოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გულშემატკივრები სტადიონზე დაბრუნდნენ, მათი მხარდაჭერა დიდი ხნის განმავლობაში გვაკლდა. ფეხბურთი ქომაგებთან ერთად სულ სხვაა,'' - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-2 ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' შინ ,,სტრასბური'' 4:2 დაამარცხა. მბაპემ შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

პარი სენ ჟერმენის ფანებმა მბაპეს გვარის გამოცხადებისას დაუსტვინეს (ვიდეო)

სხვა სტატიები