რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ლივერპულთან მატჩში?
18 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ლივერპულთან'' 0:1 დამარცხდა.
პარიზული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 78 წუთი გაატარა.
ხვიჩამ Sofascore-სგან 7.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბურთს სულ 68-ჯერ შეეხო, კარში 4-ჯერ დაარტყა, 9-დან 4 დუელი მოიგო და 48-დან 42 ზუსტი გადაცემა გააკეთა (88%).
ცალკე აღნიშვნის ღირსია კვარას ულამაზესი გოლი, რომელიც თამაშგარის გამო გაუქმდა.
7.5 ქულით შეაფასა კვარაცხელიას თამაში Flashescore-მა, 7.2-ით კი - Whoscored-მა.
,,პარი სენ ჟერმენისა'' და ,,ლივერპულის” საპასუხო მატჩი 12 მარტს, ინგლისში გაიმართება.