სკოტ მაკტომინეის გულზე ოპერაცია ჩაუტარდება
16 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სკოტ მაკტომინეის გულის არითმიის სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდება, ამის შესახებ სერია A-ს კლუბმა ოფიციალურად განაცხადა.
"მცირე, კეთილთვისებიანი არითმიის განვითარების შემდეგ, სკოტ მაკტომინეი უახლოეს დღეებში ოპერაციას ჩაიტარებს", - წერს ნაპოლის ოფიციალური გვერდი.
შემოდგომის საწყის სანაკრებო შესვენებამდე სკოტ მაკტომინეი მოედანზე ვერ დაბრუნდება.
2025 წელს, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადასვლის შემდეგ სადებიუტო სეზონში შოტლანდიელი ფეხბურთელი სერია A-ს გამარჯვებული და სეზონის საუკეთესო ფეხბრუთელი გახდა.