Belive

“8 წელია სათანადო დონეზე აღარ უთამაშია” - ტენ ჰაგი რონალდუს აკრიტიკიებს

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული პერიოდი და კრიშტიანუ რონალდუსთან არსებული ურთერთობა გაიხსენა.

რეალობა ის არის, რომ გასული 7-8 წლის განმავლობაში რონალდუ სათანადო დონის თამაშს ვეღარ აჩვენებს. ტურინის იუვენტუსის პერიოდიდან მოყოლებული, მისი კარიერა ფაქტობრივად დასრულებულია.

სწორედ ამაში მდგომარეობს მადრიდის რეალის დიდი ძალა: მათ ყოველთვის იციან, როდის უნდა დაემშვიდობონ თავიანთ ფეხბურთელებს.
რეალმა იცის, როგორ უნდა ამოიცნოს მომენტი, როდესაც მოთამაშის დონე დაცემას იწყებს. ისინი მას მაშინ ემშვიდობებიან, როდესაც გარედან ჯერ კიდევ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ფეხბურთელი ფორმის პიკშია.

სინამდვილეში კი მოთამაშეს აღარ ძალუძს სასურველი შედეგის დადება, თანამშრომლობის გაგრძელება კი ყველა მხარისთვის მტკივნეული იქნებოდა.

როდესაც მანჩესტერ იუნაიტედში მივედი, რონალდუს ავუხსენი, თუ როგორ ვიათამაშებდით, რა იქნებოდა მისი როლი, რას ველოდი მისგან და რისი იმედი შეიძლება ჰქონოდა მას ჩემგან და გუნდისგან.

მაგრამ საბოლოო ჯამში, შენი თავი მოედანზე უნდა დაამტკიცო. როგორც უკვე ვთქვი, მას აღარ შეეძლო საკუთარი თავისთვის ეიძულებინა, რომ ტკივილი გადაელახა, ყოველდღიურად ბოლომდე დახარჯულიყო და სათანადო ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად მაქსიმალური დატვირთვით ევარჯიშა.

ხოლო თუ კარგ ფიზიკურ ფორმაში არ იმყოფები, იქნება ეს პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა თუ პორტუგალიის ნაკრებში, თანამედროვე ფეხბურთში წარმატების შანსი უბრალოდ არ გაქვს“, - ამბობს ერიკ ტენ ჰაგი

ერიკ ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ინგლისის ლიგის და ასოციაციის თასის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები