Belive

პლატინი: ,,საფრანგეთის ოლიმპიური საფეხბურთო ნაკრები არ მაინტერესებს''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს, მიშელ პლატინის, ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირის შესახებ ჰკითხეს:

,,საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები არ მაინტერესებს. ფეხბურთი ოლიმპიური სახეობა არ არის! კარგად ვიცი იმ დისკუსიების სირთულეების შესახებ, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთის არსებობასთან დაკავშირებით იმართებოდა.

ფეხბურთი ასეთი მიმზიდველი იმიტომაა, რომ სპორტის ეს სახეობა სტადიონებს ავსებს. ფიფას არასდროს უნდოდა, რომ ოლიმპიადაზე საუკეთესო ფეხბურთელებს ეთამაშათ. ჩვენ უფლება გვაქვს, რომ ვიყოთ B, C და D ნაკრებებით, თუმცა ამას არანაირი ინტერესი არ აქვს.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან კლუბები ხელფასებს ვერ გადაუხდიან ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჯერ 1 თვეს ევროპის ჩემპიონატზე ატარებენ, შემდეგ კი - ოლიმპიადაზე. ფეხბურთისთვის ოლიმპიური თამაშები ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ქალთა ფეხბურთისთვის კი ყველაფერი სხვაგვარადაა.

ესპანელები კლუბებს ავალდებულებენ რომ ფეხბურთელები ოლიმპიადაზე გაუშვან? თამაშები რომ პაპუა ახალ გვინეაში ჩატარდეს, კმაყოფილი იქნებით, რომ საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელები იქ წავიდნენ და ევროტურნირების შესარჩევი ეტაპის მატჩები გამოტოვონ? ახლა ოლიმპიადა საფრანგეთში ტარდება და ამით ვტრაბახობთ. ამ სფეროში 40 წელია ვარ, 40 წელია ვლაპარაკობთ ამაზე და ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირი ფიფას კალენდარში ჯერ კიდევ არ არის.'' - მიშელ პლატინი

ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირი ხვალ დაიწყება. საფრანგეთის ნაკრები, რომელსაც ტიერი ანრი წვრთნის, პირველ შეხვედრას აშშ-ს წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები