Belive

არგენტინას გოლი მატჩის დასრულებიდან 2 საათის შემდეგ გაუუქმეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი სკანდალით დაიწყო.

არგენტინის ნაკრებმა მაროკოს 106-ე წუთზე გატანილი გოლით გაუთანაბრა, თუმცა მატჩის მსაჯი გოლის გადასამოწმებლად გაემართა. ამ დროს მოედანზე მაროკოელი ფანები შეიჭრნენ და ფეხბურთელებს მინდვრის დატოვება მოუწიათ.

შეხვედრა დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ცარიელი ტრიბუნების წინაშე განახლდა და არგენტინელთა გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. მატჩი კიდევ 2 წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ, მაროკოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

არგენტინის ოლიმპიური ნაკრები მომავალ შეხვედრას 27 ივლისს ერაყის წინააღმდეგ გამართავს, მაროკოელები კი ამავე დღეს უკრაინას დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები