,,პიცის მცხობელების გუნდია და არა ეროვნული ნაკრები'' - პოლსტერი სან მარინოზე
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ავსტრიელმა ფეხბურთელმა, ტონი პოლსტერმა, ავსტრიისა და სან მარინოს შეხვედრის შემდეგ, სან მარინოს ნაკრები გააკრიტიკა:
,,სან მარინო პიცის მცხობელების გუნდია და არა ეროვნული ნაკრები! საერთაშორისო ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებზე მათი ადგილი არ არის.
ჩემს დროს ასეთი სუსტი გუნდები არ იყო...'' - ტონი პოლსტერი
ავსტრიამ სან მარინოს 10:0 მოუგო. მატჩში პოკერი გაიფორმა მარკო არნაუტოვიჩმა, რომელიც 45 გოლით ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
არნაუტოვიჩმა ბომბარდირებს შორის სწორედ ტონი პოლსტერს (44 გოლი) გადაუსწრო.