Belive

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი | ფარერების 4:0 მონტენეგროსთან

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა, სადაც არაერთი სენსაცია ვიხილეთ, ასევე რამდენიმე შეხვედრა საინტერესოდაც განვითარდა.

ფარერის კუნძულების ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო 4:0 დაამარცხა, მასპინძლებმა მეტოქე ნაკრებს მნიშვნელოვნად აჯობეს და მათზე მეტი მომენტიც შექმნეს. კუნძულელებმა ჯგუფურ ეტაპზე მე-3 მატჩი მოიგეს და ცხრილში 9 ქულით მე-3 ადგილს იკავებენ, ისინი 5-გუნდიან ჯგუფში მხოლოდ ხორვატიას და ჩეხეთს ჩამორჩებიან.

გამოსარჩევი მატჩი იყო ავსტრიასა და სან მარინოს შორის დაპირისპირება, სადაც მასპინძელმა ნაკრებმა მეტოქე 10:0 დაამარცხა, პოკერი შეასრულა მარკო არნაუტოვიჩმა. ავსტრიელები H ჯგუფს 15 ქულით ცხრილს ლიდერობენ, მათ 5 მატჩიდან 5 მოგება აქვთ.

სხვა შეხვედრებს რაც შეეხება, ფინეთმა ლიეტუვა 2:1 დაამარცხა, ბელორუსი დანიასთან 0:6 დამარცხდა, კვიპროსმა და ბოსნიამ ქულები გაიყვეს (2:2), ჩეხეთმა ხორვატია მიიღო და უგოლო ფრე დასრულდა, ნიდერლანდებმა მალტა 0:4 დაამარცხა, სადაც კოდი გაკპომ დუბლი შეასრულა და 1 საგოლე გადაცემაც გააკეთა. სათამაშო დღის ბოლო მატჩში შოტლანდიამ საბერძნეთის წინააღმდეგ 3:1 გაიმარჯვა.

სხვა სტატიები