Belive

პირველი დიდი გადაწყვეტილება - კლოპმა მთავარ მეკარედ ტერ შტეგენი დაასახელა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იურგენ კლოპს გერმანიის ნაკრებში საკუთარი ხელწერის დასატოვებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. „ბუნდესგუნდის“ ახალი თავკაცის პირველივე მასშტაბური გადაწყვეტილება სამეკარეო პოზიციაზე არსებული მრავალწლიანი დებატების დასასრულს და იმ კარის დარაჯის რეაბილიტაციას უკავშირდება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე დავიწყებას იყო მიცემული.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, კლოპმა საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა: გერმანიის პირველი ნომერი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გახდება - ბარსელონას გოლკიპერი, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ამსტერდამის აიაქსში ასპარეზობს.

კლოპი მხოლოდ ოფიციალური განცხადებით არ შემოფარგლულა. მან პირადად დაურეკა 34 წლის მეკარეს, სრული ნდობა გამოუცხადა და აცნობა, რომ ის მოხვდება სადებიუტო განაცხადში, რომელსაც მწვრთნელი მომავალ ხუთშაბათს obo-ს წარუდგენს. ამ ნაბიჯით სრულდება ტერ შტეგენის ხანგრძლივი და მძიმე პერიოდი - მან ტრავმის გამო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა და ეროვნულ გუნდს ერთ წელზე მეტი ხნით ჩამოშორდა.

სხვა სტატიები