კლოპმა ვირცი კრიტიკისგან დაიცვა
იურგენ კლოპმა ლივერპულის შემტევი ნახევარმცველი, ფლორიან ვირცი დაიცვა და 23 წლის ფეხბურთელის კრიტიკოსებს უპასუხა. გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ყურადღება მხოლოდ ინდივიდუალურ სტატისტიკაზე არ უნდა გამახვილდეს და მთავარი, ვირცის მიერ, გუნდისთვის, გაწეული წვლილი უნდა იყოს.
მედიასთან საუბრისას, კლოპმა უარჰყო მოსაზრება, თითქოს ვირცი ცუდ ფორმაშია. 59 წლის სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთელს ისეთი გარემო ჭირდება, სადაც მასზე ზედმეტი ზეწოლა არ იქნება და საკუთარ შესაძლებლობებს თავისუფლად გამოავლენს.
ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. ერთმანეთს დროდადრო ვეკონტაქტებით. ჩვენ შორს უნდა ვიყოთ იმ აზრისგან, რომ ვირცი ყოველ თამაშში, რაღაც განსაკუთრებულს შემოგვთავაზებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება ფეხბურთელზე მუდმივი ზეწოლა და წნეხი არსებობდეს. ის აქ იმისთვისაა, რომ ნაკრებს დაეხმაროს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფლორიანი ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობდეს. - იურგენ კლოპი
მიუხედავად ბოლო პერიოდში მის გარშემო არსებული ხმაურისა, ვირცის სანაკრებო სტატისტიკა, მისი ასაკისთვის, შთამბეჭდავია. 2021 წელს, გერმანიის ნაკრებში დებიუტის შემდეგ, მან "ბუნდესნაკრების" მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში, 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კლოპმა, ვირცი 44-კაციან გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ლივერპულის ფეხბურთელი, გერმანიის ნაკრების ახალი გუნდის, ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთლია.
Klopp on Florian Wirtz:
— AS (@Anfield_Sector) September 17, 2026
“The exchange with Flo was very pleasant. We’re keeping in touch from time to time.
“I think he’s the player who covered the most ground at Liverpool this season, so the willingness is absolutely there. We have to move away from expecting to see special… pic.twitter.com/KLmbhGMM26