Belive

კლოპმა ერთა ლიგის მატჩებისთვის გერმანიის ნაკრების 2 შემადგენლობა დაასახელა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

იურგენ კლოპმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავისი პირველი ოთხი მატჩისთვის ორი განსხვავებული შემადგენლობა შეარჩია.

59 წლის სპეციალისტი მუშაობას 44-კაციანი შემადგენლობით იწყებს. ორი შემადგენლობის დასახელების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კლოპმა განმარტა, რომ მას სურს, რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს დააკვირდეს და ამავდროულად, მჭიდრო კალენდარს გაუმკლავდეს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს „A ან B გუნდი“ და დაგეგმილია, რომ პირველი შემადგენლობის ზოგიერთი ფეხბურთელი მე-2 კვირის მატჩებშიც დარჩეს.

„აქ გვყავს რამდენიმე ბიჭი, რომლის ხილვაც გაგაკვირვებთ, თუმცა ჩვენ მათში რაღაცას ვხედავთ და გვსურს, მათ განვითარებაში წვლილი შევიტანოთ. ყურადღება ბევრმა ტალანტმა მიიპყრო, იმდენად ბევრმა, რომ ზოგიერთი შემადგენლობაშიც კი ვერ მოხვდა,'' - განაცხადა გერმანელმა.

გერმანია ერთა ლიგას 24 სექტემბერს ამსტერდამში, ნიდერლანდების წინააღმდეგ მატჩით იწყებს, რის შემდეგაც, 27 სექტემბერს, აუგსბურგში, საბერძნეთს, ხოლო 1 ოქტომბერს, მიუნხენში, სერბეთს უმასპინძლებს. სანაკრებო პაუზა 4 ოქტომბერს საბერძნეთთან განმეორებითი შეხვედრით დასრულდება.

გერმანიის შემადგენლობა ნიდერლანდებთან და საბერძნეთთან მატჩებისთვის:

  • მეკარეები - ფინ დაჰმენი, ალექსანდერ ნიუბელი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

  • მცველები - ჰენეს ბერენსი, იან აურელ ბისეკი, ნათანიელ ბრაუნი, მაქს როზენფელდერი, ნიკო შლოტერბეკი, ჯონათან ტა, ფილიპ ტროი, იოშა ვაგნომანი

  • ნახევარმცველები - ნადიემ ამირი, ბამბასე კონტე, იანიკ ენგელჰარდტი, კრის ფიურიხი, სერჟ გნაბრი, ლენარტ კარლი, იოზუა კიმიხი, ჯამალ მუსიალა, ფელიქს ნმეჩა, კევინ შადე, ანტონ შტახი

  • თავდამსხმელები - იუნეს ებნუტალიბი, კაი ჰავერცი

გერმანიის შემადგენლობა სერბეთთან (სტუმრად) და საბერძნეთთან მატჩებისთვის:

  • მეკარეები - ნოა ატუბოლუ, ფინ დამენი, იონას ურბიგი

  • მცველები - ვალდემარ ანტონი, რიდლე ბაკუ, ფინ იელჩი, მაქსიმილიან მიტელშტადტი, დავიდ რაუმი, მალიკ ჩაო

  • ნახევარმცველები - ქარიმ ადეიემი, მიკა ბაური, ტომ ბიშოფი, საიდ ელ მალა, ბრაიან გრუდა, ვიტალი იანელტი, ფელიქს კაიდელი, ალექსანდარ პავლოვიჩი, დერი შერჰანტი, ფლორიან ვირცი

  • თავდამსხმელები - ჯონათან ბურკარდტი, ნიკ ვოლტემადე

სხვა სტატიები