Belive

პირველადი შეფასების მიხედვით, გავიმ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავიზე ჩატარებული პირველადი სამედიცინო დასკვნით, მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი. ტრავმის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ესპანელ ფეხბურთელს 6-დან 8 თვემდე უქმობა მოუწევს. ფეხბურთელი ბარსელონაში ეროვნული ნაკრების დირექტორის ალბერ ლუკეს თანხლებით გაემგზავრება და შესაბამის შემოწმებას გაივლის, რათა მისი ტრავმის ხარისხი დადგინდეს.

გავი, რომელიც ვალიადოლიდში ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში 27-ე თამაშს ატარებდა, მაღალ ბურთზე ახტომის შემდეგ, თამაშის 23-ე წუთზე დაშავდა. ეროვნული ნაკრების ექიმი, ოსკარ ლუის სელადა ტაიმებს შორის შესვენებაზე საკმაოდ "შეშფოთებული" ჩანდა, როდესაც კითხვა ტრავმის სირთულის შესახებ დაუსვეს.

ლუის დე ლა ფუენტესთან კონსულტაციის შემდეგ გავი პირდაპირ გასახდელში წავიდა და მადრიდის რეალის მოთამაშე ხოსელუს ჩაეხუტა , რომელიც მის სანუგეშებლად მივიდა. გავიმ სეზონის ამ ეტაპზე 21 ოფიციალური თამაში და დაახლოებით 1600 წუთი ითამაშა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, სოლიდარობის ნიშნად, ესპანელმა ფეხბურთელებმა მოედანზე გავის მაისური შემოიტანეს.

სხვა სტატიები