Belive

გავის ტრავმის გამო ბარსელონამ შესაძლოა კომპენსაცია მიიღოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Mundo Deportivo -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ბარსელონა" გავის ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს. FIFA-ს წესების თანახმად, თუ ფეხბურთელი მათი სანაკრებო პაუზის დროს ისეთ ტრავმას მიიღებს, რომლის გამოც 28 დღეზე მეტს გამოტოვებს, კლუბი გარკვეულ თანხას მიიღებს. ესპანური მედიის მტკიცებით, კატალონიური კლუბი კუთვნილ თანხას 16 დეკემბერს მიიღებს.

წესდების მიხედვით, ყოველ გამოტოვებულ დღეზე "ბარსელონა" 20,548 ევრო ეკუთვნის. თუ გავი 6 თვეს იუქმებს კატალონიელები 3,082,200 ხოლო, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი რვა თვეს გამოტოვებს, "ბარსელონა" 4 315 080 ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი-საქართველოს მატჩის 26-ე წუთზე,"ბარსელონას" 19 წლის ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ერთი შეხედვითვე ცხადი იყო, რომ გავიმ მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა, "ბარსელონას" წარმომადგენლები შიშობენ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველის ტრავმა ნავარაუდევზე გაცილებით მძიმეა და გავისთვის შესაძლოა სეზონი ნაადრევად დასრულდეს.

სხვა სტატიები