Belive

პირველად ისტორიაში - რეალის ძირითად შემადგენლობაში არცერთი ესპანელი არ ყოფილა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-16 ტურში ,,ვილიარეალმა'' ,,რეალს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მადრიდული გუნდის ძირითად შემადგენლობაში არცერთ ესპანელ ფეხბურთელს არ უთამაშია, რაც ,,სამეფო კლუბის'' ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

,,რეალის'' ძირითადი თერთმეტეული ასე გამოიყურებოდა: კურტუა, მენდი, ალაბა, რუდიგერი, მილიტაო, მოდრიჩი, ჩუამენი, კროოსი, ვინისიუსი, ვალვერდე, ბენზემა. სათადარიგოთა სკამიდან კი მატჩში ორი ესპანელი - მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი, ჩაერთო.

ლა ლიგის 16 ტურის შემდეგ, ,,რეალი'' 38 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. 38 ქულა და ერთით ნაკლები მატჩია პირველადგილოსანი ,,ბარსელონას'' ანგარიშზე.

სხვა სტატიები