Belive

ენდრიკი: ,,რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგის 5-ჯერ მოგება მსურს''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიელმა ტალანტმა, ენდრიკმა, რომელიც მალე ,,რეალს'' შეუერთდება, The Athletic-თან ინტერვიუში საკუთარ მიზნებზე ისაუბრა:

,,მადრიდის რეალთან ერთად ჩეპიონთა ლიგის ხუთჯერ მოგება მსურს... ასევე, ჩემი მიზანი ლა ლიგის მინიმუმ 10-ჯერ მოგებაა!

რეალში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. მამაჩემი სწორედ ამ გუნდის გულშემატკივარი იყო და ჩემი სურვილიც დიდწილად ამან განაპირობა. მათი თამაში ყოველთვის მომწონდა...'' - ენდრიკი

ენდრიკი მომავალი ზაფხულიდან კარიერას ,,რეალში'' გააგრძელებს. ოფიციალურად უცნობია, რამდენი გადაიხადა ,,სამეფო გუნდმა'' ბრაზილიელი ტალანტის სანაცვლოდ, თუმცა რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 72 მილიონ ევრომდეა.

2023 წელს 17 წლის შემტევმა ,,პალმეირასის'' მაისურით ჩატარებულ 53 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები