Belive

ჩემპიონთა ლიგის ერთ დღეს 3 ესპანური გუნდი პირველად დამარცხდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მე-2 სათამაშო დღე ესპანური გუნდებისთვის სრული კრახით დასრულდა - ,,რეალი'' ,,ლილთან'' დამარცხდა, ,,ჟირონა'' - ,,ფეიენოორდთან'', ,,ატლეტიკო'' კი - ,,ბენფიკასთან''.

Opta-ს ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ერთ სათამაშო დღეს სამმა ესპანურმა გუნდმა ისტორიაში პირველად წააგო.

მე-2 ტურში ლა ლიგის კლუბებიდან გამარჯვება მხოლოდ ,,ბარსელონამ'' შეძლო - კატალონიელებმა სამშაბათს ,,იანგ ბოიზს'' 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.

2 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის Top 15-ეულში ესპანური გუნდი არ გვხვდება - ,,ბარსელონა'' მე-16 ადგილზეა, ,,რეალი'' - მე-17-ზე, ,,ატლეტიკო'' - 23-ეზე, ,,ჟირონა'' კი 30-ეზე.

სხვა სტატიები