Belive

პირველად 2009 წლის შემდეგ - სიმეონემ ატლეტიკოში პირველად წააგო...

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, მადრიდის ატლეტიკო ესპანიოლს ესტუმრა, საბოლოოდ, მადრიდელები 0:1 წინ გასვლის შემდეგ, დრამატულ ბრძოლაში 2:1 დამარცხდნენ და ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყეს.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგის პირველ ტურში, 2009 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა, ხოლო დიეგო სიმეონემ, მადრიდულ კარიერაში პირველად იწვნია ლა ლიგის გახსნით მატჩში მარცხი.

ბოლოს, მადრიდის ატლეტიკო, ლა ლიგის გახსნით მატჩში 2009 წელს მალაგასთან 3:0 დამარცხდა, მას შემდეგ, მადრიდულ კლუბს ლა ლიგაში ზედიზედ 15 სეზონი არ ჰქონდა გახსნითი მატჩი წაგებული...

აქვე შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე მადრიდის ატლეტიკოს მწვრთნელი 2011 წლიდან იმყოფება, ასე და ამგავარად, არგენტინელმა თავკაცმა, ატლეტიკოში დანიშვნის შემდეგ, ლა ლიგის გახსნის ტურში პირველად წააგო.

ამ მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში კიდევ და კიდევ უფრო ბევრი იწერება, რომ "ჩოლომ" საკუთარი თავი ამოწურა და ახლა დროა, რომ ბედი სხვა კლუბში სცადოს, თუმცა წინ მთელი სეზონია და როგორც თავად არგენტინელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ კითხვებს წლის ბოლომდე საქმით თავად უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის ატლეტიკო ლა ლიგის მეორე ტურში ელჩეს უმასპინძლებს, მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები