დასაფასებელი ჟესტი | პსჟ-ს პრეზიდენტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე პსჟ-ს 500 თანამშრომელი დაპატიჟა
პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
ფინალში გასვლის შემდეგ, ძალიან ბედნიერმა ისაუბრა პსჟ-ს პრეზიდენტმა - ნასერ ალ ხელაიფიმ, რომელმაც საკუთარ შეგირდებს მებრძოლები უწოდა. ასევე,რამდენიმე წუთის წინ მან საჯაროდ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, პსჟ-ს აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი (500 ადამიანი), დაწყებული დიასახლისებით, დამთავრებული მოედნის გაზონის მომვლელებით, ყველას ფინალზე პატიჟებს და მათ ყველა ხარჯს სრულად იღებს საკუთარ თავზე.
🚨 𝗡𝗘𝗪: Nasser Al-Khelaïfi is taking all the PSG employees to the Champions League Final!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) May 8, 2026
Over 500 employees at PSG will be allowed to see the game!
— @JulienFroment pic.twitter.com/Pcn8AJmBSI
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა - ნასერ ალ ხელაიფიმ პსჟ-ს ყველა თანამშრომელი დაპატიჟა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც პსჟ ინტერს უპირისპირდებოდა.
ასე და ამგვარად, კატარელმა ბიზნესმენმა ტრადიციად დაამკვიდრა მსგავსი დასაფასებელი ქმედებები.
პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალს დაუპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.