Belive

პირობა ინგლისის ნაკრებს - სოლიდური ბონუსები მსოფლიო ჩემპიონობის შემთხვევაში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი სპორტული გამოცემის "Daily Mail"-ის ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა, ბრიტანეთის ხელისუფლებისგან შეთავაზება მიიღო.

იმ შემთხვევაში თუ ინგლისელები 2022 წლის მუნდიალს მოიგებენ, თითოეული ფეხბურთელი ბონუსის სახით £500,000 ფუნტი სტერლინგს მიიღებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ "სამ ლომს" მსგავსი დაპირება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ჰქონდათ, თუმცა 2018 წლის მუნდიალზე თანხა გაცილებით ნაკლები იყო (£215,000 ფუნტი სტერლინგი)

2022 წლის მუნდიალზე ინგლისის ნაკრები B ჯგუფში: ირანის, აშშ-სა და უელსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები