ჩელსის წარმომადგენლები ნაგელსმანს გერმანიაში შეხვდნენ
როგორც Sky Sports წერს, "ჩელსიმ" იულიან ნაგელსმანის გადმოსაბირებლად სერიოზული ნაბიჯი გადადგა. უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონელთა მთავარი სამიზნე გერმანელი სპეციალისტია. მაგრამ, ახლა ყველაფერი უფრო კონკრეტულია. ბრიტანული გამოცემის თანახმად, "ჩელსის" წარმომადგენლები ნაგელსმანს გერმანიაში შეხვდნენ. იმისათვის, რომ ყველაფერი სწორად შესრულდეს ლონდონელებს "ბაიერნთანაც" მოუწევთ შეხვედრა.
🚨#Chelsea officials went to Germany late last week to meet Julian Nagelsmann. Since then, senior members of Chelsea's legal team have been in contact with Bayern Munich to see what it takes to get Nagelsmann out of his contract there if they decide to get him
— Chelsea Express (@Chels_Express1) April 17, 2023
Via @SkySportsNews pic.twitter.com/nAmdKAzk29
ვიდრე გუნდი ნაგელსმანს დანიშნავდეს მთავარ მწვრთნელად, "არისტოკრატებს" სათავეში ყოფილი თავკაცი ფრენკ ლამპარდი ჩაუდგა. ინგლისელი სპეციალისტი გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
"ჩელსისთვის" მიმდინარე პრემიერ ლიგის სეზონი საკმაოდ ცუდად მიდის. 31 ტურის შემდეგ, ლურჯები 39 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ.
ლონდონელები ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობენ, სადაც "რეალ მადრიდს" დაუპირისპირდებიან. პირველი შევხედრა მადრიდელებთან 2:0 დათმეს. განმეორებითი შეხვედრა დღეს, 23:00 საათზე გაიმართება და "სტემფორდ ბრიჯი" უმასპინძლებს.