Belive

"10-ნომრიანი მაისური არასდროს მითხოვია" - კილიან მბაპე

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

16 ივლისს მადრიდის "რეალში" კილიან მბაპეს მასშტაბური პრეზენტაცია შედგა. ფლორენტინო პერესმა დიდი ხნის ოცნება აისრულა, თავის კლუბში მბაპე მოიყვანა და ამ დღის აღსანიშნავად გრანდიოზული ღონისძიება დაგეგმა. ბერნაბეუზე 85 000-მა გულშემატკივარმა მოიყარა თავი იმისთვის, რომ ფრანგ ფეხბურთელს შეგებებოდნენ.

კილიანი, რომ ბავშვობიდან მადრიდული კლუბის ფანი ეს ახალი ამბავი არ არის. ფრანგს კარგად ესმის კლუბში არსებული სიტუაცია და იქ მოთამაშე ცოცხალ ლეგენდებს პატივსაც სცემს. ამას ადასტურებს მისი უარი 10-ნომრიან მაისურზე.

ეს ნომერი არასდროს მსურდა. ის ლუკას ნომერია. მოდრიჩის გვერდით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. ის ჩემპიონია, ოქროს ბურთის მფლობელი და მას დიდ პატივს ვცემ. - განაცხდა კილიან მბაპემ

ფრანგმა ფეხბურთელმა 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მინიმუმ სეზონის ბოლომდე 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.

სხვა სტატიები