Belive

პირლოს გუნდი თუ მოქმედი ჩემპიონი - სად გააგრძელებს კარიერას საბა ლობჟანიძე?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევის, საბა ლობჟანიძის კარიერული მომავალი ჯერჯერობით უცნობია.

მას შემდეგ, რაც თურქეთსა და სირიაში მიწისძვრა მოხდა და ჰატაის პროვინცია, რომელშიც 29 წლის ქართველი ფეხბურთელის გუნდი, "ჰატაისპორი" თამაშობდა, პრაქტიკულად სრულად განადგურდა, ლობჟანიძე სამშობლოში დაბრუნდა.

"ჰატაისპორმა" მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ სეზონში თურქეთის სუპერ ლიგას ჩაეხსნებოდა, თუმცა ამით შემდეგ სეზონში ადგილს არ დაკარგავდა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, თურქულ მედიაში მისი მომავლის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის მოქმედ ჩემპიონ "ტრაბზონსპორსა" და ანდრეა პირლოს გაწვრთნილი და გამოცდილი იტალიელებით დაკომპლექტებული "კარაგუმრუქის" შემადგენლობაში განათხოვრება.

მიმდინარე სეზონში, საბა ლობჟანიძის აქტივში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 21 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები