Belive

არიგო საკი: "საწყის წუთებში სპალეტის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანისა" და იტალიისა ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ გუშინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა. La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას, 77 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ "მილანსაც" და "ნაპოლისაც" შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვთ.

"საწყის წუთებში სპალეტის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. რომ არა მენიო, გოლის გატანას აუცილებლად შეძლებდნენ. "მილანმა" ზეწოლის გამკლავება და მატჩის მათ სასიკეთოდ წარმართვა შეძლო. მეორე ტაიმში ტემპის ვარდნა აშკარა იყო. "ნაპოლიმ" შეცდომა დაუშვა, როცა ნერვიულობა დაიწყო. შემდეგი შეხვედრისთვის ფავორიტის დასახელება ძალიან რთულია. განმეორებით მატჩში "ნაპოლი" მისი გულშემატკივრის უპირატესობას გამოიყენებს. მე მაინც მჯერა, რომ 1/2-ფინალში გავლის შანსი 50/50-ზეა." - განაცხადა არიგო საკიმ.

შეგახსენებთ, რომ "როსონერიმ" პირველი შეხვედრა მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო. განმეორებითი დაპირისპირება "ნაპოლისა" და "მილანს" შორის 18 აპრილს 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები