Belive

ნანობს თუ არა, რომ კვარაცხელია ძირითადში არ დააყენა? ლუის ენრიკეს პასუხი

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ჩელსისთან მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტმა ჰკითხა, ნანობდა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დასმას, რაზეც ესპანელმა სპეციალისტმა უპასუხა:

„არა... ჩვენ, მწვრთნელები, ვაკეთებთ იმას, რაც კონკრეტული სიტუაციისთვის საუკეთესოდ მიგვაჩნია. საჭიროების შემთხვევაში, იმავეს გავაკეთებდი.“ - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ჩელსის უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 17 მარტს (სამშაბათს ღამით), ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები