"პირადად მე დავუშვი შეცდომები" - ჭიაბრიშვილი ჰამრუნთან მარცხის შემდეგ
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, "ჰამრუნისა" და "დინამო თბილისის" დაპირისპირება შედგა. მალტაში გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
დინამო თბილისი UEFA-ს რეიტინგის 340-ე ადგილზე მყოფ გუნდთან დამარცხდა
მატჩის დასრულების შემდეგ, "დინამო თბილისის" მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა და მარცხი საკუთარ თავზე აიღო.
რთული თამაში გამოდგა - ვიმედოვნებ, თბილისში ამ მარცხის გამოსწორებას შევძლებთ. ვფიქრობ, ახლა წაგების მიზეზებზე საუბარი არ ღირს. ვხვდები, რომ პირადად მე ბევრი შეცდომა დავუშვი, რაც მატჩის შედეგზე აისახა. ეს თამაში ჩემი დაგეგმილი იყო და რაც ჩავიფიქრე, არ გამოვიდა. ვეცდებით თბილისში გასამართ მატჩს, უკეთესი დაგეგმარებით დავხვდეთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. - გიორგი ჭიაბრიშვილი
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 3 აგვისტოს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.