Belive

პიოლი: ,,ყველა ფიქრობდა, რომ მილანი აუტსაიდერი იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ნაპოლისთან'' გამართულ მატჩზე ისაუბრა:

,,კარგად გვახსოვს, საიდან დაიწყო ჩვენი ევროპული მოგზაურობა, ეს ,,რიო ავეს'' წინააღმდეგ იყო. ,,ნაპოლისთან'' შეხვედრაში ყველა ფიქრობდა, რომ აუტსაიდერები ვიყავით, მაგრამ დიდი გული გვაქვს. ეს ყველაფერი გვინდოდა და ჩემს ბიჭებს ვულოცავ!

ვფიქრობ, პირველ მატჩში მოპოვებული მცირე უპირატესობა ერთი მხრივ დაგვეხმარა, მეორე მხრივ კი ამან ხელი შეგვიშალა. ოსიმენის გამო გადავწყვიტეთ, რომ დაცვაში ცოტა ღრმად ჩავმდგარიყავით. მეორე ტაიმი შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებიდან უმეტესობას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე აქამდე არც კი უფიქრია. დავინახე, რომ ჩემმა მოთამაშეებმა უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს, ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და ჩვენს საფეხბურთო გზას. ვამაყობთ, რომ ასეთი გულშემატკივრები გვყავს.

მილანური დერბი ნახევარფინალში? სავარაუდოდ, ასე იქნება, რადგან ,,ინტერს'' უპირატესობა აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ორი შესანიშნავი დაპირისპირება გველის. ბევრი რამ გავაკეთეთ და ახლა გაჩერება არ გვინდა,'' - განაცხადა პიოლიმ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,ნაპოლიმ” ,,მილანს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შედეგად, ნეაპოლელები მეტოქესთან ორი შეხვედრის ჯამში 1:2 დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

სხვა სტატიები