Belive

"ძალიან ძვირია" - არველაძემ ნიდერლანდურ მედიასთან კვარას აიაქსში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოთა არველაძემ დიდი სამუშაო გასწია იმისათვის, რომ ხვიჩას "აიაქსში" ეთამაშა. თუმცა, მაშინდელი ტექნიკური დირექტორის მარკ ოვერმარსისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო და კვარაცხელია ნეაპოლის გზას დაადგა.

ოვერმარსმა გადაწყვიტა არ მოეყვანა კვარაცხელია, რომელიც მაშინ რუსეთში თამაშობდა, რადგან "აიაქსში" ზედმეტი თავდამსხმელები არ სურდა. არველაძე ახლა თვლის, რომ მისი ამსტერდამში მიყვანა ძალიან რთული იქნება, რადგან ხვიჩას ფასი ძალიან მაღალია.

„უბრალოდ რჩევა მივეცი, რადგან „აიაქსში“ ვთამაშობდი ფეხბურთს და იქ ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს. მაშინ "აიაქსს" მარცხნივ ტადიჩი, მარჯვნივ ანტონი და აკადემიის ბიჭები ჰყავდა. - განაცხადა შოთა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაპოლის" საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში "მილანს" დაუპირისპირდება. მარადონას სახელობის სტადიონზე "როსონერი" ერთბურთიანი უპირატესობით ჩადის. აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" ამ შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენიც დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მატჩი 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები