Belive

პიოლი: ,,ის ფაქტი, რომ მილანს ევროპა ლიგა არასდროს მოუგია, დამატებით მოტივაციას გვაძლევს''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,რენთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა

,,ევროპა ლიგაზე თამაში ყოველთვის რთულია. რენის შესასწავლად ბევრი დრო გვქონდა. ეს ორგანიზებული გუნდია, რომელიც ოსტატურად თამაშობს და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა ამ ტურნირზე ერთი თავით მაღლა დგას, მაგრამ თუ ევროპა ლიგაზე მონაწილე გუნდებს გადავხედავთ, აქ მხოლოდ ლევერკუზენი კი არა, ლივერპული და სხვა დიდი კლუბებიც ასპარეზობენ. ის ფაქტი, რომ მილანს ეს ტურნირი არასდროს მოუგია, დამატებით მოტივაციას გვაძლევს, მაგრამ ასე შორს ყურება საჭირო არ არის...

სანამ საკუთარ თავს ფავორიტად ჩავთვლით, შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ. ფავორიტები კი ლევერკუზენი, ლივერპული და ატალანტა არიან.'' - სტეფანო პიოლი

დღეს, ევროპა ლიგის 1/16-ფინალში, ,,მილანი'' ,,რენს'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები