Belive

"ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვალთ თქვენს ლამაზ ქვეყანაში" - კლარენს ზეედორფი

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

21 სექტემბერს, 19:00 საათზე, "მიხეილ მესხის სტადიონზე" ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, "მიხეილ მესხზე" ერთმანეთს საქარველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდებიან.

მილანის ლეგენდებში მოთამაშე კლარენს ზეედორფმა მატჩამდე კომენტარი გააკეთა:

ძვირფასო გულშემატკივრებო. 21 სექტემბერს მილანის ლეგენდები თბილისში ჩამოვლენ, სადაც ისინი საინტერესო მატჩს გამართავენ საქართველოს ლეგენდებთან. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვალთ თქვენს ლამაზ ქვეყანაში და იმედი გვაქვს, რომ შეგხვდებით ამ შესანიშნავ მატჩზე. გისურვებთ ჯანმრთელობას და მალე შევხვდებით. - კლარენს ზეედორფი
View this post on Instagram

A post shared by Georgia • GFF (@georgiagff)

ცნობილია იმ ვარსკვლავების ვინაობა, რომლებიც აღნიშნულ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას:

საქართველო: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე კობახიძე, ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, დავით მუჯირი, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე.

მილანი: დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივიო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლავთ, "მილანს" კი იბრაჰიმ ბა უხელმძღვანელებს.

View this post on Instagram

A post shared by Georgia • GFF (@georgiagff)

სხვა სტატიები