Belive

პიოლი: ,,ინტერმა მოგება დაიმსახურა და მათთან ერთად საკუთარ თავსაც ვულოცავთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვარდნის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ამ სეზონიდან ბევრი რამ ისწავლა:

,,ჩემმა ფეხბურთელებმა ორივე მატჩში ყველაფერი გააკეთეს. ,,ინტერმა'' მოგება დაიმსახურა და მათთან ერთად საკუთარ თავსაც ვულოცავთ.

იმედი გვქონდა, რომ ფინალში გავიდოდით. ამ სეზონიდან ბევრი რამ ვისწავლეთ. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ვიყავით ყველაზე ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც შარშან სერია A მოიგო, ჩვენი გზა უარყოფითად ვერ შეფასდება.

ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი კამპანია გვქონდა, მაგრამ ნახევარფინალში ,,ინტერთან'' მარცხის შემდეგ იმედგაცრუება ნორმალურია,'' - პიოლის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ინტერმა” ,,მილანს” 1:0 მოუგო. ორი შეხვედრის ჯამში სიმონე ინძაგის გუნდმა მეტოქე 3:0 დაამარცხა და ლიგის ფინალში გავიდა.

სხვა სტატიები