შევჩენკომ სერია A-ს მიმდინარე სეზონის ფავორიტები დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მილანის'' ყოფილმა თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ, იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლაზე ისაუბრა:
,,ინტერმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, რაც მათ საშუალებას აძლევთ, რომ მომავალ მატჩებს მშვიდად შეხვდნენ.
თუმცა, ვფიქრობ, რომ მოგვიანებით თავის თამაშს სხვა გუნდებიც იპოვნიან და ბრძოლაში ჩაერთვებიან. ერთი ასეთი გუნდი მილანი იქნება.'' - ანდრეი შევჩენკო
სერია A-ს 6 ტურის შემდეგ, პირველ-მეორე ადგილზე 15-15 ქულით სწორედ ,,ინტერი'' და ,,მილანი'' არიან. მოქმედ ჩემპიონ ,,ნაპოლის'' 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა.