ბარელამ ინტერთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად "ინტერმა" ნიკოლო ბარელას კონტრაქტი 2029 წლამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, ნახევარმცველი სერია A-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი იტალიელი იქნება.
ზოგიერთი წყარო წერს, რომ მხარეებმა შეთანხმებას ჯერ კიდევ იანვარში მიაღწიეს, თუმცა, ოფიციალურად მხოლოდ ახლა გაფორმდა.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნიკოლო სეზონში 6,5 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, ახალი კონტრაქტის თანახმად ბონუსების სახით ბარელას 7 მილიონი ევრო ეკუთვნის.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ გასულ სეზონში იტალიელის ხელფასი 5 მილიონ ევროს შეადგენდა.