Belive

პიოლი: ,,დაცვაზე ფიქრი დიდი შეცდომა იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ნაპოლისთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,გვიხარია, რომ აქ ვართ და ამ დიდებულ მატჩში ვითამაშებთ. დაცვაზე ფიქრი დიდი შეცდომა იქნება, რადგან მცირე უპირატესობა გვაქვს და იმ გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ბევრ გოლს იტანს. გამარჯვებული იქნება ის, ვინც თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს.

ბოლო რამდენიმე დღეში ეს ჩვენი მესამე შეხვედრა იქნება. ხვალ, შესაძლოა, განსხვავებული სურათი იყოს, როგორც ფეხბურთელების, ასევე ტაქტიკის თვალსაზრისით. ,,ნაპოლისთან'' წინა თამაშები უნდა გავაანალიზოთ, რათა გავიგოთ, ტემპი როდის ავაჩქაროთ და როდის შევანელოთ. მეტოქემ პირველ მატჩში ჩვენზე უკეთ დაიწყო და ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს.

დამატებითი დრო? ბოლომდე სათამაშოდ ორივე გუნდი იქნება მზად. უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ და ვფიქრობ, გამარჯვების შანსი გვაქვს.

ოსიმენი? მეტოქის მახასიათებლებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ ჩვენ თამაშის საკუთარი გზა გვაქვს,'' - პიოლის სიტყვებს უეფას ვებგვერდი ციტირებს.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ,,ნაპოლი” ,,მილანს” უმასპინძლებს. შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ,,როსონერის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები