ბაიერნმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
გერმანიის თასის 1/16-ფინალში ბაიერნმა კიოლნს სტუმრად 4:1 მოუგო.
შედეგად, მიუნხენურმა გრანდმა ახალი რეკორდის დამყარება შეძლო - ბაიერნი გახდა პირველი გუნდი ევროპის Top 5 ლიგაში, რომელმაც სეზონის საწყის 14 მატჩში იმარჯვა.
შტუტგარტი 1:2 ბაიერნი
ბაიერნი 6:0 ლაიფციგი
ვეენი 2:3 ბაიერნი
აუგსბურგი 2:3 ბაიერნი
ბაიერნი 5:0 ჰამბურგი
ბაიერნი 3:1 ჩელსი
ჰოფენჰაიმი 1:4 ბაიერნი
ბაიერნი 4:0 ვერდერი
პაფოსი 1:5 ბაიერნი
აინტრახტი 0:3 ბაიერნი
ბაიერნი 2:1 დორტმუნდი
ბაიერნი 4:0 ბრიუგე
გლადბახი 0:3 ბაიერნი
კიოლნი 1:4 ბაიერნი
,,რეკორდმაისტერმა” მილანის მიერ 1992-1993 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, მაშინ კაპელოს გუნდმა ზედიზედ 13 შეხვედრა მოიგო.
ბაიერნი მომავალ მატჩს შაბათს, პირველ ნოემბერს, ლევერკუზენის წინააღმდეგ გამართავს.
𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪𝗪: 𝗧𝗛𝗘 𝗕𝗘𝗦𝗧 𝗦𝗧𝗔𝗥𝗧 𝗧𝗢 𝗔 𝗦𝗘𝗔𝗦𝗢𝗡 𝗘𝗩𝗘𝗥 🤯👏
— 433 (@433) October 29, 2025
With their fourteenth (!) win in a row, Bayern are now the record holders for the best start to a season by a top-five league side ever, surpassing Milan’s record of 13, which they had… pic.twitter.com/JNHzR0bDjl