Belive

პინოქიოდან დღემდე | ევროპის ჩემპიონატების ყველა თილისმა

3 კვირის წინ ფეხბურთი
5 წთ

ევროპის თითოეულ ჩემპიონატს თავისი თილისმა ჰყავდა. 1980 წელს იტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ყველა მასპინძელმა ქვეყანამ შექმნა საკუთარი 'მასკოტი' და ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად წარმოადგენდა მათ წეს-ჩვეულებებსა და სიმბოლოებს. ზოგიერთმა გულშემატკივრის გონებაში რაღაც დადებითი დატოვა, ზოგმა - უარყოფითი, თუმცა მათი აბსოლუტური უმრავლესობა შეუმჩნეველი დარჩა და ძნელად გასახსენებელია.

ალბერტი (გერმანია 2024)

თილისმა გამოხატავს საბავშვო "ფუმფულა" სათამაშო დათვს, ჩვენში "დათუნიას". მისი სახელის შერჩევა პატარებს ევროპის სხვადასხვა სკოლიდან ევალებოდათ. პროგრამის სახელწოდება იყო - "უეფას ფეხბურთი სკოლებში". სავარაუდო სახელებს შორის: ალბერტი, ბარნარდო, ბერნჰარტი და ჰერცი, საბოლოოდ ალბერტი ხმების 32%-ით აირჩიეს.

სკილზი (ევროპის ჩემპიონატი 2021)

2020 წლის პანდემიის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ, აიძულა ამ ტურნირის ორგანიზატორები, მატჩები ათზე მეტ სხვადასხვა ადგილას ჩატარებულიყო, ნახევარფინალი და ფინალი კი უემბლიზე გაიმართა. თილისმა, სახელად 'Skillzy' არავის მოეწონა - ქარიზმისა და პიროვნულობის ნაკლებობის გამო. სავარჯიშო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი, 'კაპიუშონითა' და 'ნახევრად დადებითი' გამომეტყველებით, არავის დამახსოვრებია.

სუპერ ვიქტორი (საფრანგეთი 2016)

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თილისმა იმ ქვეყნის გულშემატკივრების მიერ შეიქმნა, ვინც ბოლო ტურნირი საკუთარ ქვეყანაში ჩაატარა. ბავშვი საფეხბურთო ეკიპირებითა და საფრანგეთის ფერებით: თეთრი, ლურჯი და წითელი - მხიარულად თამაშობს ბურთით.

სლავეკი და სლავკო (პოლონეთი და უკრაინა 2012)

ამ ორი თილისმის შექმნაზე პასუხისმგებელი კომპანია Warner Bros იყო. იგი წარმოადგენს ორ მოზარდ ტყუპს მასპინძელი ქვეყნების ფერებით. სლავეკს აცვია პოლონეთის წითელ-თეთრი და 20 ნომერი მაისურზე, ხოლო სლავკოს უკრაინის ყვითელ-ლურჯი 12-ნომრიანი მაისური. ორივე ნომრის შეერთებით შედგება 2012 წელი,

ტრიქსი და ფლიქსი (ავსტრია და შვეიცარია 2008)

Warner Bros-ის დებიუტი სწორედ ამ წელს შედგა - როგორც ევროთასის თილისმის დიზაინერი. მათ ისტორიაში პირველად შეარჩიეს დუეტი. ორი ახალგაზრდა, თანამედროვე ვარცხნილობით და წითელი და თეთრი, რომელიც ორივე ქვეყნის ფერებია. ორივე ნომრის შეერთების შედეგად გამოვიდა ტურნირის წელი: 2008, ისევე როგორც უკრაინისა და პოლონეთის შემთხვევაში,

კინასი (პორტუგალია 2004)

პორტუგალიის ევროპის ჩემპიონატზე იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიღრმისა და ისტორიის მქონე თილისმა შეჯიბრების ისტორიაში. მისი სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა "ხუთიდან" (კვინტეტი) - ხუთი პატარა ლურჯი ფარი, რომლებიც პორტუგალიის ფარსა და დროშაზეა გამოსახული. სიმბოლო პატარა ბიჭია, რომელიც პორტუგალიის ნაკრების ფორმაშია გამოწყობილი - ასევე ცნობილია, როგორც "Selecção das Quinas".

ბენილაქი (ბელგია და ნიდერლანდები 2000)

ეროვნული სიმბოლოების გაერთიანება, რომელიც საბოლოოდ გახდა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თილისმა: ნიდერლანდური ლომი ბელგიური ეშმაკის კუდითა და რქებით. სახელი 'ბენილაქი' არის „ბენილუქსის“ აკრონიმი (ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს ბელგიის, ჰოლანდიის (ნიდერლანდები) და ლუქსემბურგის რეგიონს და ბოლოვდება სიტვით „იღბალი“ (lucky).

გოლიათი (დიდი ბრიტანეთი 1996)

Მარტივი, მაგრამ ეფექტური. ეს იყო ბრიტანეთში ევროთასისთვის არჩეული თილისმა. ლომი, ამ შემთხვევაში მომღიმარი, რომელიც ასახავს ინგლისის ეროვნულ ემბლემას ნაკრებში ამდენჯერ ჩატარებული და ტრადიციული თეთრი მაისურით და ლურჯი შარვლით. სახელი - გოლის და გოლიათის ჯამი.

რებიტი (შვედეთი 1992)

შვედეთის უფანტაზიო ნაბიჯი, რადგან მათ წინა ევროპის ჩემპიონატის "მასკოტი" გამოიყენეს. ერთადერთი, რაც შეიცვალა ფერი იყო - სკანდინავიური ქვეყნის ყვითელი და ლურჯი.

ბერნი (დასავლეთ გერმანია 1988)

ეს არ არის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თილისმა, მაგრამ პირველი კურდღელი იყო, რომელიც საფეხბურთო სიმბოლოდ გამოიყენეს - გერმანული ნაცრისფერი კურდღელი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს, ის არის ფედერალური გერმანიის დროშის ფერებში და არაფერი აქვს საერთო აღმოსავლეთ გერმანიასთან.

პენო (საფრანგეთი 1984)

საფრანგეთში გამართულ პირველ ევროპის ჩემპიონატზე თილისმა სხვა რა შეიძლება ყოფილიყო, თუ არა მამალი. ეროვნული სიმბოლო ბურთით და ქვეყნის კლასიკური ფერებით: ლურჯი პერანგი, თეთრი შარვალი და წითელი წინდები.

პინოქიო (იტალია 1980)

პოპულარული საბავშვო პერსონაჟი - ეს არის ხის თოჯინა გრძელი ცხვირით, რომელიც ამ შემთხვევისთვის იტალიურ ფერებში იყო მოხატული. თავზე ქაღალდის ქუდზე ჩემპიონატის სახელია გამოხატული.

სხვა სტატიები