Belive

ლუის დე ლა ფუენტე: "1:7-ის შემდეგ ვუწოდებთ საკუთარ თავს ოჯახს"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ხვალინდელი მატჩის შესახებ ისაუბრა. მერვედფინალში ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უკანასკნელი 4 შეხვედრიდან ესპანეთმა ჩვენს გუნდს ყველა მოუგო, მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით მტკივნეული იყო. "დინამო არენაზე" ესპანელებმა 1:7 მოგვიგეს და როგორც ჩანს, ეს თამაში მათთვისაც გარდამტეხი იყო.

ახლა სრულიად განსხვავებული ტურნირი იწყება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ბოლოს, როცა მათ 1:7 მოვუგეთ გამოჩნდა, რომ ძალიან ძლიერი, ერთგული და ერთიანი გუნდი ვართ. სწორედ მაშინ დავიწყეთ ტერმინის "ოჯახის" გამოყენება. ჩვენ ძალიან ემოციური მომენტები გამოვიარეთ და იმის შემდეგ შესანიშნავად გამოვიყურებით. მაშინ ლამინ იამალის დებიუტი შედგა და ეს იყო ძალიან ბედნიერი დღე მისთვის და ჩვენთვის.

საქართველოს აქვს პოტენციალი გააოცოს ნებისმიერი მეტოქე. ჩვენ უნდა ვიყოთ საუკეთესო დონეზე, უნდა განვაგრძოთ ზრდა და გაუმჯობესება იმისთვის, რომ მოგების შანსი გვქონდეს. იმდენი რამ მინახავს ფეხბურთში და ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს სანახავი, ასე რომ სურპრიზები არ მაკვირვებს.

ეს იქნება მატჩი, რომელიც აუცილებლად გართულდება. ისინი ძალიან გაიზარდნენ, ისწავლეს გაკვეთილი და მათი მოთამაშეები ძალიან მოტივირებულები იქნებიან. მეტოქეების პატივისცემის გამო ვფიქრობ, რომ იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ

მწვრთნელების პრესკონფერენცია დღეს ჩატარდა და ვილი სანიოლმა აღნიშნა, რომ ესპანეთთან ყველა დაინახავს, რომ საქართველო მხოლოდ კარგი დაცვით არ გამოირჩევა. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები