გიორგი ქოჩორაშვილის საინტერესო რეკორდი ევრო 2024-ზე
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები 1/8-ფინალში ითამაშებს, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენმა გუნდმა პლეი-ოფის საგზური პორტუგალიასთან მოიპოვა. ვილი სანიოლის ბიჭებმა მეტოქე კვარაცხელიასა და მიქაუტაძის გოლით დაამარცხეს.
აღნიშნულ მატჩში და ზოგადად მთელი ტურნირის განმავლობაში გამორჩეულია გიორგი ქოჩორაშვილი. ის საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვის მამოძრავებელი ძალაა. მისი სათამაშო სტილი საკმაოდ აგრესიულია, რაც არაერთმა ექსპერტმა აღნიშნა.
აღსანიშნავია, რომ "ქოჩორამ" ევრო 2024-ზე მეტოქე ყველაზე მეტჯერ დააპრესინგა, ჯამში 361-ჯერ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ პორტუგალიასთან მატჩში გიორგიმ მეტოქე 151-ჯერ შეავიწროვა.
316 – Georgia midfielder Giorgi Kochorashvili has made more pressures than any other player at #EURO2024 so far, while his 151 against Portugal were the most by a player in a single game at the tournament. Relentless. pic.twitter.com/YbUzRAtb9c
— OptaJoe (@OptaJoe) June 27, 2024
საქართველოსა და ესპანეთის 1/8-ფინალური შეხვედრა 30 ივნისს, 23:00 საათზე არის ჩანიშნული. წარმატების მიღწევის შემთხვევაში საქართველო გერმანიასა და დანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.