ფრანგულ მედიაში პარი სენ ჟერმენის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება
,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ, კარიერა, შესაძლოა, ,,პსჟ-ში'' გააგრძელოს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პორტუგალიელი პარიზული გუნდის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
როგორც Le Parisien-ი წერს, ,,პარი სენ ჟერმენის'' ხელმძღვანელობას სილვას ტრანსფერით ლეო მესის ჩანაცვლება სურს, რომელიც კლუბს, სავარაუდოდ, ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
,,პსჟ-ს'' წარმომადგენლები ბერნარდუს აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.
მიმდინარე სეზონში ბერნარდუ სილვას ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 5 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა. პორტუგალიელს ,,ქალაქელებთან'' კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის ცნობით, მისი სავარაუდო ღირებულება 80 მილიონი ევროა.