Belive

ენრიკემ დაასახელა ბარსელონას ფეხბურთელები, რომლებიც პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდნენ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,დიდი შანსი იყო, რომ მეოთხედფინალში სწორედ ესპანური კლუბი შეგვხვდებოდა. მრავალი წელია კულე ვარ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა გუნდმა ნახევარფინალში ითამაშოს!

ბარსელონას რომელი ფეხბურთელები მოხვდებოდნენ პსჟ-ს ძირითადში? ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, გიუნდოგანი, დე იონგი, იამალი, ლევანდოვსკი... ეს უდავოა და არა მხოლოდ პსჟ-ში, ისინი სიტიშიც, არსენალშიც და ლივერპულშიც ითამაშებდნენ.

ვინ არის ნახევარფინალში სასურველი მეტოქე? რაღაც მხრივ მინდა, რომ ეს ესპანური გუნდი იყოს, შესაბამისად - ატლეტიკო... დორტმუნდთან უკვე ვითამაშეთ, ჩვენ იმ ერთადერთი ჯგუფიდან ვართ, რომლის ორი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა. - ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,პარი სენ ჟერმენი'' ,,ბარსელონას'' დაუპირისპირდება.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 10 აპრილს, პარიზში გაიმართება.

სხვა სტატიები