GOAL: "როგორ უნდა გადაჭრას არსენალმა კვარაცხელიას პრობლემა?"
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არსენალს ბოლო დროს, უდროო ტრავმების გამო, იურიენ ტიმბერი და ბენ უაითი გამოაკლდნენ, რის გამოც მარჯვენა მცველის პოზიციაზე სხვა ვარიანტები არ ჰყავთ, რაც აშკარა შეშფოთებას იწვევს ჩრდილოეთ ლონდონში.
იმის გათვალისწინებით, რომ პსჟ მარცხენა ფლანგიდან ხვიჩა კვარაცხელიათი უტევს, არსენალში დიდ საფიქრალს იწვევს ის, თუ რა გზით შეიძლება ქართველის შეჩერება. არსენალის ყოფილმა მოთამაშემ, რეი პარლოუმ, (1992-2004) ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ჩემთვის კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომლის მსგავსიც დიდი ხანია არ მინახავს. ის ბრწყინვალეა - ბურთის შუაში შეტანით და უზუსტესი დარტყმით - ეს გარკვეულწილად მაშინებს.
არ ვიცი, რამდენ ხანს გამოტოვებს ტიმბერი, მაგრამ ისიც საკითხავია, ღირს თუ არა მისი პირდაპირ ასეთ შეხვედრაში დაყენება. ტრავმის გამო თამაშების გამოტოვებას კიდევ სჭირდება დრო, რომ ფეხბურთელი მოედანს სრულფასოვნად დაუბრუნდეს. უცებ ვერ შეხვალ და კვარაცხელიასთან საკუთარ საქმეს ვერ შეასრულებ.
ჩვენი არცერთი მარჯვენა მცველი წინ არ წავა, რადგან მათ იციან კვარას შესაძლებლობები, ამიტომ ვფიქრობ, რომ 'ფულბეკები' წინ საერთოდ არ წავლენ.
ვფიქრობ, დაცვაში ბევრად უფრო სტრუქტურირებული ოთხეული იქნება, რომელიც იტყვის: „კარგი, თუ წინ არ შეგვიძლია წასვლა, ამაზე სხვებმა იზრუნონ, სამაგიეროდ ჩვენ საკუთარ ოპონენტებს (პსჟ-ს ფლანგელებს) არ მივცემთ შანსს. ვფიქრობ, მიკელ არტეტა ასე მიუდგება თამაშს. - განაცხადა რეი პარლოუმ
კვარაცხელიასა და კომპანიასთან დაპირისპირებამდე, არსენალმა პრემიერ ლიგაში ბარნლისა და კრისტალ პალასის დამარცხება უნდა შეძლოს. პირველი მატჩი ორშაბათს „ემირეითსზე“ გაიმართება, ხოლო კვირას სამხრეთ ლონდონში, „სელჰერსტ პარკს“ ეწვევიან.
მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით