Belive

ფოდენმა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ინფორმაციას ,,ქალაქელთა'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ახალი კონტრაქტის თანახმად, ინგლისელი გუნდში 2027 წლამდე ითამაშებს.

,,ძნელია, სიტყვებით გადმოვცე, თუ როგორი ბედნიერი ვარ. მთელი ცხოვრებაა, ,,სიტის'' ფანი ვარ. აქ ბევრი წელი ვივარჯიშე და ბურთის მომტანიც კი ვიყავი. ეს გუნდი ძალიან მიყვარს და იმის ცოდნა, რომ ამ კლუბის ნაწილი 2027 წლამდე ვიქნები, საოცარი შეგრძნებაა. მინდა, გუნდის თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე ახლა აქ არ ვიქნებოდი,'' - განაცხადა ფოდენმა.

ფოდენის დებიუტი ,,მანჩესტერ სიტის'' ძირითად გუნდში 2017 წელს შედგა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


სხვა სტატიები