Belive

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის წყვილები ცნობილია

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პლეი-ინის წილისყრა გაიმართა.

16 გუნდი წყვილებში ასე გადანაწილდა:

  • ბრიუგე - ატალანტა

  • სპორტინგი - დორტმუნდი

  • მანჩესტერ სიტი - რეალი

  • სელტიკი - ბაიერნი

  • იუვენტუსი - პსვ

  • ფეინეოორდი - მილანი

  • ბრესტი - პსჟ

  • მონაკო - ბენფიკა

პლეი-ინის პირველი მატჩები 11 და 12 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 18 და 19 თებერვალსაა ჩანიშნული.

ტურნირის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, ,,ალიანც არენაზე'' გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის ,,რეალია'' რომელმაც გასულ წელს ფინალში ,,დორტმუნდი'' დაამარცხა.

სხვა სტატიები