Belive

"ის მესის ჰგავს, არა?" - პეპ გვარდიოლა ხულიან ალვარესზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლიდსთან" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, რომლითაც "სიტიმ" პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გადაინაცვალა, პეპ გვარდიოლა ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ხულიან ალვარესზეც ისაუბრა.

"ის მესის ჰგავს, არა? მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოუწია, რათა დაწინაურებულიყო იმ პოზიციაზე, რომელსაც იმსახურებს."

გვრადიოლამ არგენტინის ჩემპიონობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ალბისელესტეს", როგორც ნიდერლანდებთან, ისე საფრანგეთთან ბეწვის ხიდზე გავლა მოუწია.

"არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი, რომ ვერ გამხდარიყო მის გზას ხულიან ალვარესი საუკეთესო ფეხბურთელობისაკენ მაინც განაგრძობდა."

მას შემდეგ, რაც ალვარესმა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო ინგლისში არ ჩასულა. ბუნებრივია, რომ ის "სიტის" ვერც "ევერტონთან" შეხვედრაში დაეხმარება, რომელიც 31 დეკემბერს გაიმართება. სავარაუდოა, რომ არგენტინელი კლუბს 8 იანვარს, ასოციაციის თასზე, "ჩელსის" წინააღმდეგ დაეხმარება.

სხვა სტატიები