ფლიკი: "ახლა ჩემს მომავალზე მსჯელობის დრო არ არის"
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
"გუნდთან კონტრაქტი 2023 წლმადე მაკავშირებს ჩემი სურვილია, რომ წარამატებებს "ბაიერნთან" ერთად მივაღწიო და ტიტულები მოვიგო. ახლა ჩემს მომავალზე მსჯელობის დრო არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება. ჩემს გუნდს შემდეგი მატჩი "ვერდერთან" უწევს, სწორედ ამ თამაშზე მოვახდენ კონცენტრაციას. ჩემს მომავალთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები კი ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს".ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 189 შეხვედრა ჩაატარა, 120 მოიგო, 38 ფრედ დაასრულა და 31 შემთხვევაში დამარცხდა. მისი ხელმძღვანელობით ბუნდესნაკრები 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი, 2017-ში კი კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა. 2008 წელს გერმანიის ნაკრებმა ევროპის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა, 2-ჯერ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2006 წელს გახდა. რაც შეეხება ჰანსი ფლიკს, მისი გუნდი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 24 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილში 55 ქულით პირველ პოზიციას იკავებს, თუმცა მეორე ადგილთან სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. ფლიკის გუნდს თითქმის განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასპარეზობა. "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა სტუმრად რომის "ლაციოსთან" ანგარიშით 1:4 მოიგო. იტალიელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად სასწაულის მოხდენა დასჭირდებათ, თუმცა თითქმის გამორიცხულია, რომ მიუნხენურმა გრანდმა ამხელა უპირატესობა გაანიავოს.