Belive

არნოლდი: ,,ასეთ ასაკში ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგების შანსიც კი ჩემთვის განსაკუთრებულია''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:
,,შეხვედრას მოუთმენლად ველი. როცა რეალთან თამაშობ, თამაშობ მსოფლიო დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ. მოედნის ყველა წერტილში დიდი ბრძოლა იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. ასეთ ასაკში ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგების შანსიც კი ჩემთვის განსაკუთრებულია, ფეხბურთის ბევრ ლეგენდას ამის შესაძლებლობა არ ჰქონია. ვის გამოვყოფდი მეტოქე გუნდიდან? ვინისიუს ჟუნიორს, რომელიც განსაკუთრებული ფეხბურთელია და მან ეს ამ სეზონში თავისი გოლებითა და საგოლე გადაცემებით დაამტკიცა. ვიცით, რომ წინ გვაქვს ამოცანა, რომელსაც როგორც გუნდმა და როგორც მოთამაშემ, თავი უნდა გავართვათ. ორთაბრძოლები ფეხბურთის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ ეს მაინც გუნდური სპორტია,'' - არნოლდის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ,,ლივერპული” მადრიდის ,,რეალს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები ფინალში ერთმანეთს 2018 წელსაც შეხვდნენ, მატჩი ,,სამეფო გუნდის” გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სხვა სტატიები