"ფინანსური თვალსაზრისით, პრემიერ ლიგისა და სხვა ჩემპიონატების გუნდებს შორის დიდი სხვაობაა" - სტეფანო პიოლი
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ განაცხადა, რომ ფინანსური სხვაობა პრემიერ ლიგასა და ევროპის დანარჩენ უმაღლეს დივიზიონებს შორის ძალიან დიდია.
პრემიერ ლიგის კლუბებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 815 მილიონი ფუნტი დახარჯეს - თითქმის ოთხჯერ მეტი ვიდრე ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის გუნდებმა.
AC Milan head coach Stefano Pioli says the financial gap between the Premier League and the rest of Europe's top divisions is "too big" 👀💰
— BBC Sport (@BBCSport) February 13, 2023
More 👇 #BBCFootball
ხვალ სტეფანო პიოლის გუნდი ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. ტრადიციულად, ჩემპიონთა ლიგის ტურის წინ გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც იტალიური გუნდის თავკაცმა ფინანსურ უთანასწორობაზე ისაუბრა.
"მირჩევნია მოედანზე მიმდინარე მოვლენებზე ვკონცენტრირდე, თუმცა, რთულია არ ვისაუბრო ეკონომიკურ საკითხებზე. პრემიერ ლიგის კლუბებმა თითქმის 900 მილიონი ევრო დახარჯეს. იტალიაში კი რადიკალურად სხვა სიტუაციაა, რაც ეკონომიკურ სხვაობას ნათლად აჩენს." - განაცხადა პიოლიმ.
"მილანისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრა ხვალ 23:55 საათზე არის ჩანიშნული.