ფენერბახჩემ ედინ ჯეკო გაიფორმა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ინტერის'' ყოფილი თავდამსხმელი, ედინ ჯეკო კარიერას ,,ფენერბახჩეში'' გააგრძელებს. ინფორმაციას თურქული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
37 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ,,ფენერბახჩესთან'' 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მისი ანაზღაურება სეზონში 4,2 მილიონი ევრო იქნება.
ჯეკომ გასულ სეზონში ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 52 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
🦢#CEKOinTown pic.twitter.com/8TcdlzMdNz
— Fenerbahçe SK (@Fenerbahce) June 22, 2023