მადრიდის "რეალის" და ლუკა მოდრიჩის გზები ჯერჯერობით არ გაიყრება და მათი თანამშრომლობა სულ მცირე 1 წლით გახანგრძლივდება.
როგორც Marca იუწყება, ორივე მხარე ხელშეკრულების განახლებაზე შეთანხმდა და ახლა მხოლოდ ოფიციალური ნაწილია მოსაგვარებელი. 35 წლის ფეხბურთელის ახალი კონტრაქტი ძალაში 2022 წლის ზაფხულამდე იქნება.
მოლაპარაკებების პროცესი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც ირკვევა, წარმატებით დასრულდა. თავად ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ მისთვის "სამეფო კლუბს" განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ, იგი კორონავირუსისპანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის დროს, ანაზღაურების შემცირებასაც დათანხმდა.
ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ხორვატ ფეხბურთელს "ბლანკოსების" მაისურით უკვე მეათე სეზონის დაწყება მოუწევს. იგი ესპანეთის დედაქალაქში 2012 წლის ზაფხულში, "ტოტენჰემიდან" გადაბარგდა და 383 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან "ლოს ბლანკოსის" შემადგენლობაში ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა.