Belive

ფეხბურთელიც და მფლობელიც - ზლატანი სამშობლოში ბრუნდება 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სულ მალე სამშობლოში დაბრუნდება. შვედ თავდამსხმელს "მილანთან" კონტრაქტი რამდენიმე დღეში უმთავრდება და მის კარიერაში უკვე მერამდენედ თავისუფალი აგენტი ხდება. შვედეთში დაბრუნების შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირა ავრცელებს, რომელიც წერს, რომ იბრა მალე "ჰამარბის" ფეხბურთელი გახდება, კლუბისა, რომლის მეწილეც რამდენიმე თვის წინ გახდა. უახლოეს დღეებში, ფეხბურთელი და თავისი აგენტი მინო რაიოლა "როსონერის" დირექტორ ივან გაზიდისს შეხვდებიან და ზლატანის მომავალიც საბოლოოდ გაირკვევა. იბრა "შავ-წითლებში" პირველად 2010-12 წლებში გამოდიოდა, მეორე ვადით კი ამერიკის კონტინენტის მონახულების შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა და 10 მატჩში 4 გოლის გატანა მოასწრო.

სხვა სტატიები