Belive

ფეხბურთელები, რომლებმაც ტოპ 5 ლიგაში 25-გოლიანი ნიშნული ყველაზე სწრაფად გადალახეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი მსოფლიოს ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. ბრწყინვალე გოლის ალღოს მქონე ნორვეგიელი დიდებული შედეგიანობით გამოირჩევა და საკუთარ დიდებულ სტატისტიკას "ზალცბურგის" დატოვების და დორტმუნდის "ბორუსიაში" გადაბარგების შემდეგად მშვენივრად აგრძელებს. როგორც აღმოჩნდა, 20 წლის ფორვარდია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ისტორიაში 25 გოლის ყველაზე სწრაფად გამტანი ფეხბურთელია. საამისოდ მას ბუნდესლიგაში მხოლოდ 25 მატჩის ჩატარება დასჭირდა. ამ კომპონენტის მიხედვით მეორე ადგილს ზლატან იბრაჰიმოვიჩი იკავებს, საუკეთესო ათეულში კი ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა ტონი, ანდრეი შევჩენკო, რობენი და ფერნანდო ტორესი არიან. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება:
Image Credit: Skores

სხვა სტატიები